„თბილისში იყო შეცდომები ძალიან სერიოზული და მძიმე დაშვებული,“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, თბილისში ნაციონალური მოძრაობის მიერ დაშვებულ შეცდომებზე.
„რა თქმა უნდა, ესეც შეცდომა იყო, როდესაც სრულიად ქაოტურად მიმდინარეობდა დედაქალაქის გაშენება და ახლაც გრძელდება და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ,“ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, ენმ-ის შეცდომებზე პასუხისმგებლობას ისევე ვერ აიღებს, როგორც ვერ მიიღებს მადლობებს პარტიის მიერ გაკეთებულ საქმეებზე.
„რაშიც მე მონაწილეობა არ მიმიღია, იმაზე მე პასუხისმგებლობას არ მივიღებ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ მე არ ვისაუბრო იმ შეცდომებზე, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს,“ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.