20 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ვვარაუდობ, რომ მთავარი დაპირისპირება იქნება ჩემსა და კალაძეს შორის - უდუმაშვილი მეორე ტურზე

„მე, ბუნებრივია, ვვარაუდობ, რომ მთავარი დაპირისპირება იქნება ჩემსა და კალაძეს შორის მეორე ტურში,“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტურში გადასვლას.

მისი თქმით, ყველა ოპოზიციური პარტიის მიზანი მმართველი გუნდის დამარცხება უნდა იყოს.

„ზოგადად, მთავარი არის, რომ დამარცხდეს ივანიშვილის ხელისუფლება თბილისში. ეს არის, რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი ყველასი და მე იმედი მაქვს, რომ სხვა ოპოზიცური კანდიდატებიც ამას ფიქრობენ,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემენ. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ამომრჩეველმა იაქტიუროს, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აზრს დაუკარგავს.

უდუმაშვილი აცხადებს, რომ, თუ მის ნაცვლად სხვა გადავა მეორე ტურში, პროდასავლურ კანდიდატს მისი მხარდაჭერა აუცილებლად ექნება. 

დღის ამბები