ზესტაფონში კვალითის დასახლებაში მოსახლეობა გაზიფიკაციის, სასმელი და საკანალიზაციო სისტემის პრობლემაზე საუბრობს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ზესტაფონის მერობის კანდიდატ გელა სხილაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს პარტიის წინასაარჩევნო გეგმა წარუდგინა და მოსახლეობას ფერო ქარხანასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.