„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი სანზონის მოსახლეობას შეხვდა. კახა კალაძემ ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის კომპლექსურ ღონისძიებები შესთავაზა. კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მისი მერობის დროს გამოირიცხება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რეკრეაციულ ზონებსა და მწვანე სივრცეებში.
კალაძემ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე.
„შეუძლებელია საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა სკოლების, პარკების, სტადიონების და საზოგადოებრივ სივრცეების ხარჯზე, გამორიცხულია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“ - აღნიშნავს კალაძე.