ჯეიმს აპატურაი ხვალ საქართველოში ჩამოდის. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შეხვდება, ასევე მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები, ღონისძიების მასპინძელი თავდაცვის სამინისტროა.
უწეყბაში ადასტურებენ ინფორმაციას ჯეიმს აპატურაის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, თუმცა ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.