„ქართული ოცნება“ რიგითი პოლიციელების ჩართვით ცდილობს არჩევნების გაყალბებას - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა.
საგანგებო ბრიფინგზე ბოკუჩავამ წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. კერძოდ, ბოკუჩავა ამბობს, რომ ისანში ერთ-ერთ ოლქში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ძალოვანი უწყების თანამშრომელია, რასაც კანონმდებლობა კრძალავს.
დეპუტატმა მიმართა ცესკოს და შინაგან საქმეთა მინისტრს და ნინო ნიკურაძის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„ისნის მეხუთე ოლქის მე-11 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, რომელიც აცხადებს, რომ ამავე კომისიის თავჯდომარე არის ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. საარჩევნო კოდექსი პირდაპირ კრძალავს ძალოვანი უწყების წარმომადგენლის მონაწილეობას არჩევნებში. ჩვენ მივმართავთ შესაბამისად ცესკოს, რომ მოიხსნას აღნიშნული პიროვნება ნინო ნიკურაძე დაკავებული თანამდებობიდან, ასევე მივმართავთ მინისტრ მღებრიშვილს, რომ დაკავებული თანამდებობიდან მოხსნას ეს პიროვნება,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.