„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ნატო-საქართველო-რუსეთის ფორმატის შექმნას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით პარტიის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად დღეს მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს, ნატო-ს და რუსეთის ერთობლივი ჩართულობის გარეშე, შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იქნება სხვადსხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან აქციები,“ - აცხადებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრი ბეჟან გუნავა.
ისინი კონსტიტუციის პროექტსაც აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ერთპიროვნული გადაწყევტილება არ უნდა მიიღოს.
„კონსტიტუცია არ უნდა იყოს ერთ ადამიანზე და ერთ პარტიაზე მორგებული და ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება კონსტიტუციის მითვისება. ეს არის დაუშვებელი,“ - განაცხადა ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ზაზა მამალაძემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები 23-ე დღეა პარლამენტის შენობის წინ შიმშილობენ, თუმცა მათი თქმით, მთავრობის მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.