03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
თანამდებობის პირთა ხელფასები მცხეთის საკრებულოშიც გაიზარდა

მცხეთის საკრებულოში თანამდებობის პირთა ხელფასები გაიზარდა.

ამის შესახებ  გადაწყვეტილება საკრებულოს თავჯდომარემ, ილია ჯიშკარიანმა მიიღო.

ჯიშკარიანის ინიციატივით. როგორც მისი, ასევე მოადგილის, ფრაქციის ხელმძღვანელებისა და აპარატის უფროსის სამსახურებრივი სარგო გაიზარდა.

თავად საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2650 ლარის ნაცვლად 2750 ლარით განისაზღვრა, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის სახელფასო სარგო კი 450 ლარით გაიზარდა და, 1700 ლარის ნაცვლად, 2150 ლარით განისაზღვრა.

ახალი დადგენილებით გაიზარდა კომისიისა და ფრაქციის ხელმძღვანელთა ხელფასიც. ჯიშკარიანის გადაწყვეტილებით, მათი ხელფასი,1350 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი იქნება.

ქალაქ მცხეთის საკრებულოს მთავარი სპეციალისტის ხელფასი 20 ლარით გაიზარდა და ჯამში 580 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება წამყვან სპეციალისტთა სახელფასო სარგოს, ამ შემთხვევაში, ბრძანებულების მიხედვით, მათი ხელფასი 30 ლარით გაიზარდა და 570 ლარით განისაზღვრა.

ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით, ქალაქ მცხეთის საკრებულოში გადაწყვეტილება 2014 წლის 8 ოქტომბრით თარიღდება და ის დამტკიცების დღიდან მოქმედებს. 

დღის ამბები