20 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემო - 17 პოლიტიკური პარტიის ბრალდებები ხელისუფლების მიმართ

პოლიტიკური პარტიების ლიდერთა საბჭო 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს. 17 ოპოზიცური პარტიის ლიდერი, ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო გარემო არასამართლიანია და თუ ხელისუფლება ოპოზიციაზე ზეწოლას არ შეწყვეტს არჩევნები ლეგიტიმურად ვერ გამოცხადდება. ოპოზიცია არჩევნების გაყალბების შემთხვევაში 22 ოქტომბრიდან, ხელისუფლებას საპროტესტო აქციებით დაემუქრა.

17 პარტიის ლიდერთა საბჭომ დღეს საგანგებო განცხადებაც გამოაქვეყნა და ის კონკრეტული ფაქტები დაასახელა, რომელიც ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ლიდერები ამბობენ, რომ საეჭვოა პარტიების დაფინანსების საკითხი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, დღეს ბიზნესმენები ძირითადად ორ პარტიას "ქართულ ოცნებას" და "ევროპულ საქართველოს" აფინანსებენ.

გარდა ამისა, 17 პარტიის ლიდერი ამბობს, სატელევიზიო ეთერის ნახევარი ბოლო კვლევებით მმართველ პარტიას ეთმობა, 20% ევროპულ საქართველოს, ხოლო დანარჩენ 30 პროცენტს კი ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტია ინაწილებს, რაც არასამართლიანია.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები