20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
მილიონ 700 ათასი ლარი ყოფილი პრემიერის მორიგი სურვილის შესასრულებლად - ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ქვესადგურის აშენებას გეგმავს

"ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილისთვის ტერიტორიების საბოლოოდ გადაცემას ამზადებს, ოპოზიცია კი საპროტესტო აქციას აანონსებს. მიწის ნაკვეთები თავისუფლების მოედანზე და თაბორის მთაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს პრაქტიკულად სიმბოლურ ფასად გადაეცემა.

გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერი საკუთარი ობიექტებისთვის საკუთრ ელექტრო-ქვესადგურსაც აშენებს, თუმცა არა საკუთარი ფულით. მთავრობამ განკარგულება უკვე გამოსცა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტიდან მილიონ 700 ათასი ლარი ყოფილი პრემიერის კიდევ ერთი სურვილის შესრულებაში დაიხარჯება. ამავე განკარგულებაში მითითებულია, რომ ქვესადგური არა თელასს, არამედ სახელმწიფო ელექტრო სისტემას დაუკავშირდება, რაც ბიძინა ივანიშვილს საშუალებას მისცემს მოხმარებულ ელექტროენერგიაში თბილისელებზე იაფი გადაიხადოს.

დღეს ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის კომპანიასა და თბილისის მთავრობას შორის ხელშეკრულების კიდევ ერთი ნაწილი გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ თბილისის მთავარ, თავისუფლების მოედანზე 1 900 კვადრატულ მეტრ მიწას ივანიშვილი 1 ლარად მიიღებს, დოკუმენტების მიხედვით მან ამ ტერიტორიაზე 30 ადგილიანი ავტოპარკინგი უნდა მოაწყოს, მაგრამ თუ ამ პირობას დაარღვევს მხოლოდ 100 ლარით დაჯარიმდება.

სხდომა, რომელზეც ხმაურიან გადაწყვეტილებებს ელოდებიან, ხვალ 04:00 საათზე გაიმართება.

საკრებულოს ოპოზიცია, "ქართულ ოცნებას" ივანიშვილის ინტერესების დაცვით თბილისის საზიანოდ გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები