„პასუხისმგებლობა, წესიერება, არა კორუფციას, არა კრიმინალს,“ - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ, რომელიც ზაალ უდუმაშვილის გამარჯვების შემთხვევაში ქალაქის ვიცე-მერი იქნება, გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.
დეკანოიძის განცხადებით, მისი ვიცე-მერობის მთავარი მიმართულება თბილისელებთან გახსნილი და უშუალო ურთიერთობა იქნება. მისი თქმით დღესდღეობით, მოსახლეობა დედაქალაქის ვიცე-მერებს არ იცნობს.
დეკანოიძის თქმით, პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც თბილისის მოსახლეობას აწუხებს.
„ბოლო 4 წლის განმავლობაში, როდესაც "ქართული ოცნება" იყო ხელისუფლებაში, არაფერი არ შეცვლილა,“ - ამბობს დეკანოიძე.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის მხრივ, დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში არაფერი გაუმჯობესებულა.
ხატია დეკანოიძე, თბილისის მერობის კანდიდატის "ნაციონალური მოძრაობიდან" ზალიკო უდუმაშვილის მიერ წარმოდგენილი გუნდის დადებით მხარეებზე საუბრობს.