ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდის გაგრძელებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების რეაგირებას მოითხოვს დღეს ქართული მხარე ჟენევაში - საერთაშორისო დისკუსიების 41-ე რაუნდი შვეიცარიაში დღეს იწყება.
ყურადღება გამახვილდება აფხაზეთსა და ცხინვალში გახშირებულ რუსეთის სამხედრო წვრთნებზე, მავთულხლართებსა და უკანონო დაკავებებზე.
საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ დააყენებს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების მოთხოვნასაც.
შეხვედრა ჟენევაში ორ დღიანია.