20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
საქართველო-ირანის ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომა დღეს ოფიციალურად გაიხსნება

საქართველო-ირანის ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომა დღეს ოფიციალურად გაიხსნება. მანამდე თბილისში მყოფ ირანის კოოპერაციის შრომის და სოციალური კეთილდღეობის მინისტრს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი შეხვდა.

გიორგი გახარიას თქმით, ირანის საშუალებით, საქართველოს უფრო ფართო რეგიონზე გასვლა შეუძლია.

"საქართველო პირდაპირ სთავაზობს ირანულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნის პირობებში, ისარგებლონ იმ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, რომელიც ჩვენ გვაქვს," - აცხადებს გახარია.

მინისტრებს შორის საუბრის თემა იყო სატრანსპორტო კორიდორებიც.

დღის ამბები