20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის - საკრებულოს წინ რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ამ წუთებში საკრებულოს წინ ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციას ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები მართავენ. პარლამენტის დეპუტატები სხდომაზე შესვლას ცდილობენ, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს. 

ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა, რა დროსაც აქციის რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

„რა ხდება ხომ ხედავთ? დავალება აქვთ მიღებული, რომ არ გაგაჩერონ ადგილზე. შესვლა არ გვიცდია, გვწევენ უბრალოდ, რომ მაქსიმალურად მოგვაშორონ ამ შენობას,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

ზალიკო უდუმაშვილი დაკავებული ადამიანის შესახებ ამბობს, რომ ნაწილი მათგანი საკრებულოს შენობაში შეიყვანეს, ნაწილი კი პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი.

მერობის კანდიდატის თქმით, დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მათ მოთხოვნას, საკრებულოს დეპუტატის სხდომაზე შეშვებას მოჰყვა.

დღის ამბები