20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
საკრებულოს გადაწყვეტილება - "ევროპული საქართველო" მიწების გადაცემის საკითხს აპროტესტებს

ყოფილი პრემიერისთვის მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად გადაცემას საკრებულოს წინ, ნაციონალური მოძრაობის აქციის პარალელურად, ევროპული საქართველოს წევრებიც აპროტესტებენ.

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, ამბობს, რომ სხდომაზე უკანონოდ იქნა მიღებული გადაწვეტილება. მისი თქმით, ოპოზიციის წევრებს უფლება ქონდათ, რომ სხდომას დასწრებოდნენ, თუმცა სამართალდამცველებს კანონი დაარღვევინეს და არ მიაცემინებს მათი შენობაში შესვლის საშუალება.

„21 ოქტომებრს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ იმას, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაბედოს, რომ ასე კანონზე მაღლა დააყენოს თავისი თავი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საკრებულოს შენობასთან იმყოფება ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, რომელიც საკრებულოს გადაწყვეტილებას აფასებს და ასევე შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს, სადაც დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

 

დღის ამბები