20 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
პუშკინის სკვერი არის ივანიშვილის გარაჟი და ბოტანიკური ბაღი - მისი პირადი ბოსტანი - ენმ შაბათს აქციას აანონსებს

„დღეიდან პუშკინის სკვერი არის ივანიშვილის გარაჟი და ბოტანიკური ბაღი - ივანიშვილის პირადი ბოსტანი. ეს გააკეთა საკრებულოს ქართულმა ოცნებამ,“- ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა გააკეთა.

ზალიკო უდუმაშვილმა შაბათს, 14:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა.

„ეს ადგილი აღარ არის პუშკინის სკვერი. საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ამ ადგილს ჰქვია "ბიძინა ივანიშვილის პირადი გარაჟი". ეს გადაწყვეტილება თბილისის სამარცხვინო უმრავლესობამ მიიღო,“ - აღნიშნა ზალიკო  უდუმაშვილმა.

მისი თქმით, საკრებულოს შენობასთან ნაციონალური მოძარობის მიერ გამართულ აქციაზე დაკავებულია მათი ათამდე თანამებრძოლი, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისში მიწების გადაცემას აპროტესტებს. 

დღის ამბები