20 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
თბილისის საკრებულოს შენობასთან ამ დროისთვის აქცია დასრულებულია

თბილისის საკრებულოს შენობასთან ამ დროისთვის აქცია დასრულებულია და ტერიტორიაზე სიმშვიდეა. თუმცა, ადგილზე სამართალდამცველები ისევ რჩებიან. რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, მათ ტერიტორია ამ დროისთვის უკვე დატოვეს.

დღეს მთელი დღის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ასევე დააკავეს  8 ადამიანი. ამ დროისთვის უცნობია, ისინი პოლიციის რომელ განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

ოპოზიცია დღეს ყოფილი პრემიერისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ცენტრში მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად გადაცემის საკითხს აპროტესტებდა, თუმცა ოპოზიცის პროტესტის მიუხედავად, საკრებულომ მიწის გადაცემის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

 

დღის ამბები