20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
უმუშევრობა, სოციალური დახმარების უმიზეზოდ მოხსნა - იმერლები პრობლემებზე საუბრობენ

იმერეთში რეგიონში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. აქ ინფრასტრუქტურის პრობლემებს უჩივიან და აღნიშნავენ, რომ გზები მოსაწესრიგებელია.

იმერეთში პენსიის სიმცირეზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ფული წამლების საყიდლადაც კი არ ჰყოფნით. 

„ყველაფერი კეთდება ნათესაობით, ნაცნობობით,“ - აღნიშნავს ხარაგაულის ერთ-ერთი მცხოვრები.

იმერეთში ძირითად პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ. ხარაგაულში წყლის პრობლემებზეც საუბრობენ.

„წყალი წვიმიან დროს მღვრიე მოგვდის და "სოჩიკები" ჩაგვირთეს და ამ "სოჩიკების" მხრივაც მღვრიე წყალი რომ მოვა, ხომ უნდა დააქციო ის, ის ტონობით ხომ გვეწერება,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

თერჯოლაში სკოლის ტრანსპორტით უზრუნველყოფას უჩივიან და აღნიშნავენ, რომ კარგი იქნება, თუ მასწავლებლებიც ისარგებლებენ სკოლისთვის გამოყოფილი ტრანსპორტით.

იმერეთში ახალგაზრდების სიმცირეს უჩივიან. იმერლები სოციალური დახმარების უმიზეზოდ მოხსნაზეც საუბრობენ. ასევე აღნიშნავენ, რომ დასაქმების მიზნით საზღვარგარეთ მიგრანტთა რიცხვმა იმატა.

დღის ამბები