20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
უმუშევრობა, ნეპოტიზმი, გაძვირებული მედიკამენტები - სამეგრელოში პრობლემებზე საუბრობენ

სამეგრელოში რეგიონში არსებულ პრობლემებზე არჩევანთან საუბრობენ. სამეგრელოში ერთ-ერთ ძირითად პრობლემად სოციალურ საკითხებს ასახელებენ.

ადგილობრივები ჩივიან, რომ სოციალური დახმარება არა აქვთ და შემოსავალი, ძირითადად, საკვებში მიდის.

სამეგრელოში აზიური ფაროსანას მიერ განადგურებულ მოსავალს უჩივიან.

„როცა ხმა სჭირდებათ, მაშინ ახსენდებათ ხალხი, თორემ ჩვენ ხალხად კი არა, ჭიანჭველად მივაჩნივართ მაგათ,“ - განაცხადა ზუგდიდის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

ადგილობრივები გაძვირებულ ცხოვრებას უჩივიან და აცხადებენ, რომ ცხოვრების დონე გაუარესდა.

სამეგრელოში მედიკამენტებზე ფასების ზრდასაც უჩივიან. ადგილობრივების თქმით, უმუშევრობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

„ექიმმა რომ გამოწეროს, წამალს ვერ ვიყიდით, ისე სწრაფად და კატასტროფულად იზრდება ფასები,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სამეგრელოში ახალგაზრდები უმუშევრობას უჩივიან და აცხადებენ, რომ დამსაქმებლის მოთხოვნები რეალურ გარემოსთან შეუსაბამოა.

„ითხოვენ 18 წლის ასაკის ადამიანებს, რომლებიც იქნებიან 5-წლიანი სტაჟით,“ - ამბობს ერთ-ერთი ჩხოროწყუელი.

სამეგრელოში ნეპოტიზმზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ამის გამო, ზოგიერთი მათგანი სამსახურის გარეშეც დარჩა.  

დღის ამბები