საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ლადო ჭანტურიას სტრასბურგში ევროსასამართლოს მოსამართლედ არჩევას ულოცავს.
ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ჭანტურიას წარმატებები უსურვებს.
"მოხარული ვარ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩვენს ქვეყანას სწორედ ლადო ჭანტურია - უაღრესად მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და ღირსეული ადამიანი წარმოადგენს" - აცხადებს ირაკლი კობახიძე.