08 მაისი 2024,   03:25
ვრცლად
კახა კალაძე სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ ქალებს შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამა გააცნო

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ ქალებს შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამა გააცნო.

კალაძემ საკუთრი გეგმის იმ შვიდ პუნქტზე ისაუბრა, რომლებიც ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას ითვალისწინებს.

შეხვედრას მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

დღის ამბები