„პირველი სიის ჩავარდნას იმ გაუგონარ პროცესებს ვუკავშირებ ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, რომლებშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა,“- ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნა.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოდან საბოლოოდ წარდგენილი ღირსეული კანდიდატებს შორის ღირსეულმა, ლადო ჭანტურიამ ევროპელი დეპუტატების მხარდაჭერა მიიღო.
„ისინი გუშინაც კი, საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის პარალელურად მუშაობდნენ, მაგრამ საქართველოს ღირსეულმა კანდიდატებმა და ღირსეულთა შორის ღირსეულმა გუშინ აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო ევროპელი დეპუტატების,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
სტრასბურგში ევროსასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს. საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა.