„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ წევრების ინფორმაციით, სენაკში, საარჩევნო კომისიაში მათი წარმომადგენელი გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააკეთა. პარტიის წევრის თქმით, 21 წლის ანატოლი ღვინჯილიას ფიზიკური შეურაცხყოფა ორმა უცნობმა პირმა მიაყენა.
დაზარალებული სხეულის მრავლობითი დაზიანებებით ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სამართალდამცველ ორგანოებს მიმართვას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.