"დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ფოთის მერობის კანდიდატი ოთარ ხარჩილავა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
პარტიის თავმჯდომარემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
"ის უმსგავსობა, რაც დღესაც დავინახეთ ფოთში, რაც ერთი სერიოზული წვიმის წამოსვლის შედეგად, პრაქტიკულად, ადამიანები ქუჩაში ვერ გამოდიან და დატბორილია ქუჩები. ეს აღარ იქნება. აღარ იქნება ძალიან ბევრი ის პრობლემა, რომელიც ადამიანებს აწუხებთ, ეს გუნდი არა საკუთარ თავზე, არამედ ფოთსა და ფოთელების პრობლემაზე იზრუნებს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.