20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ენმ-ს თბილისის მერობის კანდიდატი ჯიპა-ს მაგისტრანტებს შეხვდა

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ჯიპას მაგისტრანტებს შეხვდა. თვითმმართველობისა და სახელმწიფო მართვის სტუდენტებს ზალიკო უდუმაშვილმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და კითხვებს უპასუხა.

აქცენტი დედაქალაქის მერიის ბიუჯეტსა და დაგეგმილ პროექტებზე გაკეთდა.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ წინასაარჩევნო პერიოდში სტუდენტებთან შეხვედრა. მე ასეთი რამდენიმე შეხვედრა მქონდა და სხვათა შორის სტუდენტების მიერ წარმოთქმული ინიციატივები იმდენად მომეწონა ზოგიერთი მათგანი, რომ საბოლოოდ ჩემს პროგრამაშიც აისახა. სტუდენტებისგან ყოველთვის მოდის ახალი იდეები,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი შეხვედრა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში გაიმართა ასევე დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილთან.

დღის ამბები