„ერთობა ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, დიდუბის მოსახლეობას შეხვდა.
გიორგი ვაშაძემ, ადგილობრივ მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, შეკრებილებს ერთობის პარტიის პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
მერობის კანდიდატის განცხადებით, „ახალ საქართველოს“ შემუშავებული აქვს ქალაქის განვითარების სრულიად ინოვაციური რეფორმების გეგმა.