20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატო-ს ახლებური ხედვის განხორციელებაში - ლევან იზორია

ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციაზე  ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. მონაწილეებს სიტყვით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა.

ლევან იზორიამ უსაფრთხოების კუთხით საქართველოს როლსა და წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორი აგრძელებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას.

ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მზად არის წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატო-ს ახლებური ხედვის განხორციელებაში.

„საქართველოს როგორ სანდო და ღირსეული პარტნიორი, აგრძელებს მონაწილეობას როგორც საერთაშორისო მისიებში ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ამავდროულად საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატო-ს ახლებური ხედვის განხორციელებაში, არც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენს დამკვიდრებას ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცეში,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია.

„საქართველოს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული და გაცხადებული თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, რაც აისახა საგანგებო საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთანავე მიიღო. 

ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, რისთვისაც ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ახორციელებს. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან და მის წევრ სახელმწიფოებთან, რასაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები