20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
გუგავა მერად გახდომის შემთხვევაში, დამსაქმებელებს უფრო მკაცრ მოთხოვნებს და სანქციებს დაუწესებს

„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გუგავა დღეს, ბოჭორიშვილის ქუჩაზე მიმდინარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე მივიდა და დასაქმებულების სამუშაო პირობები დაათვალიერა.

გიორგი გუგავას თქმით, დღეს მშენებლობებზე უსაფრთხო სამუშაო გარემო არ არის შექმნილი, რაც ხელისუფლების არასწორად დაწესებული ჯარიმების შედეგია.

მერობის შემთხვევაში გუგავა მშენებლების სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის, დამსაქმებელებს არსებულზე უფრო მკაცრ მოთხოვნებს და სანქციებს დაუწესებს.

„როდესაც ჩვენ მოვალთ, დავავალდებულებთ ყველა მშენებელს და სამეწარმეო სუბიექტს, რომ დაიცვას შრომის, უსაფრთხოების წესები, რათა დაცული იქნეს მშრომელების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სხვა შემთხვევაში ასეთი მშენებლობა, სამეწარმეო პროცესი იქნება შეჩერებული,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები