20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
"უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში" - ჯეიმს აპატურაი

ბათუმში გამართულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოში ინტეგრაციაზე, უსაფრთხოებისა და შეიარაღებული ძალების რეფორმაზე ისაუბრეს. ღონისძიებას მაღალი რანგის სტუმრები, საქართველოს ხელისუფლებისა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლი ესწრებოდნენ.

ჯეიმს აპატურაის საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრები ჰქონდა.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლი ბათუმს რამდენიმე საათში დატოვებს.

„მადლობა გადავუხადე მინისტრს და ქართველ ხალხს იმ წვლილისთვის, რომელიც ავღანეთის მისიაში შეგაქვთ. ამ დახმარებისთვის მართლაც ძალიან მადლობლები ვართ და თანაგრძნობას გამოვხატავთ გაღებული მსხვერპლის გამო. ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი. საქართველო წარმატებით ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას თავდაცვის სფეროში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოკავშირეებთან ერთად, მის მხარდასაჭერად.

"გვაქვს არსებითი პაკეტი, ასევე სწავლებები, მომავალი თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. მე ყოველთვის ვამბობ, რომ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ისედაც ასეა,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ალიანსი მხარს დაუჭერს, რომ ღია კარის პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის რეალისტური იყოს.

„ნატოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება, რომ ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის რეალისტური და აქტუალური თემა იყოს. გვქონდა საუბარი, რომ ნატოს გენერალური მდივანი რამდენიმე დღის წინ რუმინეთში იმყოფებოდა, სადაც კონკრეტულად განიხილეს მრავალეროვნული ბრიგადის ფუნქციონირების საკითხი, სხვადასხვა კომპონენტით, არა მხლოდ სახმელეთო, საზღვაო, ისე საჰაერო კომპონენტებით და აუცილებლად პერსპექტივაში საქართველოს თანამონაწილეობის საკითხი,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები