20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
გამარტივებული ტენდერი - თბილისის მერია საახალწლო განათებაზე უპრეცედენტოდ დიდ თანხას დახარჯავს

თბილისის მერია წელს დედაქალაქის საახალწლო განათებაზე უპრეცედენტოდ დიდ თანხას დახარჯავს. თუმცა კომპანია, რომელმაც 3 მილიონიანი პროექტი უნდა განახორციელოს, გამარტივებული წესით შეირჩა. ერთწლიანი ვადის მიუხედავად, ნარმანიას უწყებამ პროცესი ისე გააჭიანურა, რომ ვადებში ჩასატევად გამარტივებული წესით ტენდერის გამოცხადება გახდა საჭირო.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ვადების შეგნებულად დარღვევის ეჭვი უჩნდებათ და შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ.

გამარტივებული წესით კონკურსი უკვე დასრულდა და უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელსაც თბილისის მერიამ ქალაქის განათებაში სამი მილიონი უნდა გადაუხადოს, თუმცა, ამ კომპანიის ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება. ეს ფაქტი "ნაციონალურ მოძრაობას" კორუფციისა და ნეპოტიზმის ეჭვებს კიდევ უფრო უმყარებს.

გაფლანგულ მილიონებსა და გადამეტებულ ხარჯებზე საუბრობს "ევროპული საქართველო".

ვინ მორთავს დედაქალაქს საახალწლოდ და რაში დაიხარჯება თბილისი ბიუჯეტიდან სამი მილიონი ლარი, ამ დრომდე გაურკვეველი რჩება.

დღის ამბები