ბათუმის თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობების გააქტიურებაზე ისაუბრეს. შავი ზღვის კონცეფცია და მრავალეროვნული ბრიგადა არის მთავარი მიმართულებები, რომლებზე მუშაობასაც თბილისი და ბრიუსელი გაააქტიურებენ.
კონფერენციაზე უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად საქართველოს პრეზიდენტმაც და პრემიერმაც ისევ რუსეთი დაასახელეს. ბათუმის თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ორივე მათგანმა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურ წმენდასა და ხელოვნურ ბარიერებზე ისაუბრა.
ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს მიაჩნია, რომ რუსეთის პოლიტიკის პასუხად ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაა აუცილებელი.
საჯარო განცხადებების მიღმა პრეზიდენტი, პრემიერი და თავდაცვის მინისტრი კონფერენციის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, ჯეიმს აპატურაის, დახურულ კარს მიღმაც შეხვდნენ.
ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე საქართველოს პირველმა პირებმა მომავალ სამიტებზეც ისაუბრეს, რომლისთვისაც მზადება დაწყებულია.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ბათუმში წელს პირველად იმყოფებოდა საუდის არაბეთს დელეგაცია. გაირკვა, რომ საუდის არაბეთი ქართული სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული.