03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
"გამოძიების დასრულებამდე შეფასებებისგან თავი უნდა შევიკავოთ,"- ეკა ბესელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ უშუალოდ იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაც გოგონას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, უნდა დაისაჯონ ისინიც, ვინც ყველაფრის მომსწრე იყო და დანაშაული დამალა.

სამართალდამცველებისგან ადეკვატურ და დროულ რეაგირებას მოითხოვს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც და აცხადებს, რომ გამოძიება სხვა მუხლებითაც უნდა დაიწყოს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თანაგუნდლებისა და საიას პოზიციას არ იზიარებს და აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე და საქმის მასალების გაცნობამდე მსგავსი შეფასებებისგან და დამატებითი მუხლებით საქმის აღძვრის მოთხოვნისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ ლამბალოში 30 წლის ქალს ოჯახის წევრებმა თანასოფლელების თვალწინ სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც მან თავი ჩამოიხრჩო. 

დღის ამბები