20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები - მწვავე დებატები და ურთიერთბრალდებები პარლამენტში

მწვავე დებატები და დაპირისპირება პარლამენტში - ახალ კონსტიტუციაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა. საქმე ეხება ანა დოლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ახალ კონსტიტუციას ერთპარტიული უწოდა.

კითხვა-პასუხის დროს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ვანო ზარდიაშვილმა დოლიძე ტყუილში დაადანაშაულა და თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არა ერთმა, არამედ ხუთმა პარტიამ დაუჭირა.

ზარდიაშვილმა 2010 წელს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2010 წელს გათამაშდა პუტინი-მედვედევის მმართველობის მოდელის გადმოღება საქართველოში.

"ის პარტიები, რომელიც ახლა თქვენ თანხმობის დოკუმენტად გაცხადებენ, მაშინ "გააპრავეს" ეს კონსტიტუცია," - მიმართა ზარდიშვილმა დოლიძეს. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კი დაინტერესდა, ვეტოს გაზიარების შემთხვევაში, იტყვის თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია.

ანა დოლიძის თქმით, თუ დღეს საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს პრეზიდენტის ვეტოს და გამოიყენებს ისტორიულ შანსს, ქვეყანას ექნება უარესზე უკეთესი დოკუმენტი.

„თუ დღეს საქართველოს პარლამენტი გამოიყენებს ამ ისტორიულ შანსს, მაშინ ჩვენ გვექნება დოკუმენტი, რომელიც იქნება უარესზე უკეთესი. ვენეციის კომისია გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ და ხაზს უსვამს, რომ ძირითადი და ფართომასშტაბიანი კონსტიტუციური რეფორმა უნდა გატარდეს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით. იმის გარეშე რომ დავამციროთ ნებისმიერი პარტია, მე ვიტყოდი, ხუთს სჯობს ოცი,“ - განაცხადა დოლიძემ.

მმართველი გუნდის განცხადებებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები გამოეხმაურნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის თქმით, ხუთივე პარტია ერთად რომ დაჯამდეს, მაინც ერთი პარტია იქნება. შესაბამისად, გოცირიძემ კონსტიტუციას ერთპარტიული უწოდა.

„რომ არა ბიძინა ივანიშვილის 7 მილიარდი, ეს ჯამური ხუთი იქნება ნული,“ - განაცხადა გოცირიძემ.

რიგგარეშე სესიაზე არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჰკითხა, როგორ ვერ შეამჩნია, რომ ერთი კი არა, ხუთი სხვადასხვა პარტიაა „ქართული ოცნება“.

„მე მინდა გითხრათ, ეგეც როგორ არ იცით თქვენ, მეექვსე პარტიაც აქვთ, კლდეკარის ფრაქცია, ლიპარიტ ბაღვაში, კახა ოქრიაშვილი აჯანყებული. ოღონდ დიდი ლიპარიტი, რომელიც არ დამარცხებულა,“ - მიმართა დოლიძეს ბოკერიამ.

 

  

დღის ამბები