"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა წინასაარჩევნო პროგრამას დღეს ამომრჩეველს მესტიაში აცნობს. შეხვედრაზე ადგილობრივებმა დაბაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს.
მესტიასა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის, სოფლის შიდა გზების, საკანალიზაციო სისტემების და გარე განათებების პრობლემა აწუხებს.
ამ დრომდე არ არის ბუნებრივი აირი და ადგილობრივი წარმოება სულ უფრო მეტად იკლებს, რაც შემოსავალზე აისახება.
„ძალიან ბევრი საკითხია, რომლის სწრაფი გადაწყვეტის შემთხვევაში, მესტიაში კიდევ უფრო მეტად შევძლებთ ეკონომიკის დაქოქვას, სამუშაო ადგილების შექმნას,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.