"სოთბის" აუქციონი მორიგი რეკორდის დამყარებას აპირებს. აუქციონზე გასაყიდად ვარდისფერი ბრილიანტი გაიტანეს, რომლის ღირებულება 30 მილიონ დოლარამდეა.
ძვირფასი ქვა 37 კარატს იწონის და მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ვარდისფერი ბრილიანტია. ის 2015 წელს დაამუშავეს და ანონიმ კოლექციონერს ეკუთვნის.
ვაჭრობა ჟენევაში 15 ნოემბერს გაიმართება. ბოლოს, ვარდისფერი ბრილიანტი აუქციონზე 2010 წელს გაიყიდა და მისი ბოლო ფასი 46 მილიონი დოლარი იყო.