20 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
კრიტიკისა და ურთიერთბრალდებების მიუხედავად, ვეტო დაძლეულია - ქვეყანას ახალი კონსტიტუცია აქვს

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველოს ახალი კონსტიტუცია აქვს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გიორგი მარგველაშვილის ვეტოს დაძლევას წინ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების 6-საათიანი მწვავე განხილვა უძღოდა.

მმართველი გუნდი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის იმ შეფასებამ გააღიზიანა, სადაც ანა დოლიძე ერთპარტიულ კონსტიტუციაზე საუბრობდა. უმრავლესობა ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია მრავალპარტიულია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და დატოვა, საკუთარი პროტესტი "ევროპულმა საქართველომ" დარბაზში ბანერის „ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია“ გამოფენით გამოხატა. "პატრიოტთა ალიანსი" კი პარლამენტში საერთოდ არ გამოცხადებულა.

ურთიერთბრალდებები და კრიტიკა სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზის გარეთ გაგრძელდა.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მხარეებმა კონსესუსს ვერ მიაღწიეს.

ვეტო დაძლეულია. დოკუმენტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება, თუ გიორგი მარგველაშვილი უარს იტყვის, ქვეყნის ახალი კონსტიტუცია ძალაში ირაკლი კობახიძის ხელმოწერით შევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები