ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ჩუღურეთისა და თემქის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა.
კახა კალაძემ ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი მიმართულება წარუდგინა - ურბანული განვითარება, სატრანსპორტო საკითხების მოგვარება, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკური ვითარების გამოსწორება, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევა და გააქტიურება.
კახა კალაძემ ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ნახევარი მილიარდი ლარი დაიხარჯება.