ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის და ადიგენის მერობის კანდიდატებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის ლიდერი, ვაჟა ჩიტიშვილთან და გელა სარაშვილთან ერთად, რეგიონის სოფლების პრობლემებს გაეცნო.
პარტიის წარმომადგენლებთან ადგილობრივები ადიგენის და ახალციხის სარწყავი წყლის, შიდა გზების, საბავშვო ბაღების, პრობლემებზე და სოციალური სტატუსის მოხსნაზე საუბრობენ.
ადიგენის მერობის კანდიდატის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რეგიონს მთიანი სტატუსი მიენიჭება.
ახალციხის მერობის კანდიდატი კი მოსახლეობას რაიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას დაჰპირდა.