20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში გახსნა

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 49-ე საზოგადოებრივი ცენტრი ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში გახსნა.

„ხანდაზმულები სოფლიდან გაუსვლელად მიიღებენ უკვე ყოველთვიურად პენსიას, იმის ნაცვლად, რომ ზესტაფონში იარონ. მოსწავლეებს და ახალგაზრდებს ექნებათ კომპიუტერების უფასო დარბაზი ინტერნეტით, მათ შორის, სკვერში უკაბელო ინტერნეტიც მოქმედებს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით, მეორე სვირის მოსახლეობასთან ერთად, სხვა სოფლების 5 ათასზე მეტი მცხოვრები ისარგებლებს.

საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივების მოთხოვნით აშენდა, რადგან მათ სახელმწიფო და კერძო სერვისებზე წვდომა უჭირდათ. 

დღის ამბები