ლიკა ქავჟარაძეს დღეს ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით, დაკრძალავენ.
დღეს დილიდან კი ვაკის სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც მისი კოლეგები, მეგობრები, ახლობლები და მსახიობის თაყვანისმცემლები მიდიან.
სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად, იმყოფებოდა, თუმცა, მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.