ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდი ამ წუთებშიც გრძელდება. ლიკა ქავჟარაძეს დღეს ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით, დაკრძალავენ.
დღეს დილიდან კი ვაკის სამების ტაძარში სამძიმარს ლიკა ქავჟარაძის შვილი იღებს. დედის დაკრძალვისთვის მეუღლესთან ერთად ის აშშ-დან ჩამოვიდა.
სამძიმარზე ლიკა ქავჟარაძის კოლეგები, მეგობრები, ახლობლები და მსახიობის თაყვანისმცემლები მიდიან.