20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ზალიკო უდუმაშვილი სოფელ გლდანში ავჭალის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად მივიდა

სოფელ გლდანში წყაროს ქუჩის მცხოვრებლებს წლებია, წყლის გარეშე უწევთ ყოფნა. დასახლებაში არ არის წყალგაყვანილობის სისტემა, კანალიზაცია და გარე განათება. ასევე, მოუწესრიგებელია გზებისა და ტრანსპორტის საკითხიც.

ადგილობრივებმა წყლის საკითხის მოსაგვარებლად გამგეობას მიმართეს, რომელიც პროექტისთვის დათვლილი თანხის გადახდაზე უარს ამბობს.

სოფელში დღეს ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი, საკრებულოში ავჭალის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად მივიდა.

ზალიკო უდუმაშვილი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, წყლის გაყვანის სამუშაოები დაუყოვნებლის დაიწყება.

დღის ამბები