ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ქუთაისში ამომრჩეველს შეხვდა. შალვა ნათელაშვილმა შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო.
მისი განცხადებით, ლეიბორისტულ პარტიას ქვეყნის ერთგულების 25-წლიანი გამოცდილება აქვს, ამიტომ ქუთაისელმა ამომრჩეველმა არჩევანი სწორედ ამ პარტიის, მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სასარგებლოდ უნდა გააკეთოს.
„800 წლის უკან საქართველოს მზე დიდმა დავით აღმაშენებელმა ქუთაისიდან და დასავლეთ საქართველოდან ამოიყვანა. 21 ოქტომბერს საქართველოს მზე ქუთაისიდან და დასავლეთ საქართველოდან ისევ უნდა ამოვიდეს და ივანიშვილის რეჟიმის მზე უნდა ჩაესვენოს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.