20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ხაშურში "ქართული ოცნების" ერთმა ჯგუფმა მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი წარადგინა

ხაშურში პარტია ქართული ოცნების ერთმა ჯგუფმა მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი წარადგინა.

საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებიც ამავდროულად სახელისუფლებო პარტიის წევრებიც არიან, თავს "2012-იანელებს" უწოდებენ და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, რამაზ ნოზაძეს, უჭერენ.

„ხაშურს დავუბრუნებ ღირსებას,“ - განაცხადა რამაზ ნოზაძემ.

პარტიის წევრების განცხადებით, თავად ქართული ოცნების მიერ დასახელებული კანდიდატურა მათთვის მიუღებელია, თუმცა პარტიის დატოვებას ამის გამო არ აპირებენ. 

დღის ამბები