ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იმამი წარადგინა. მმართველმა პარტიამ ავთანდილ გაბაიძე ხულოში სოფელ ხიხაძირის დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.
ის დარწმუნებულია, რომ, როგორც იმამი და როგორც პოლიტიკოსი, სოფლისთვის მეტის გაკეთებას შეძლებს. მრევლის მხარდაჭერის იმედი აქვს და არც იმას მალავს, რომ ადგილობრივებში ავტორიტეტით სარგებლობს.
მმართველი გუნდის ადგილობრივი წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი კანდიდატის ავტორიტეტი და გავლენაა.
პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი მმართველ პარტიას სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს ახსენებს.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ პრობლემაა რელიგიის საარჩევნო აგიტაციაში ჩარევა და მრევლზე გავლენის მოხდენაა, ასეთი რისკი კი სასულიერო პირის კანდიდატად დასახელების დროს დიდია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე