„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, ცოტა ხნის წინ, საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბიძია ივანიშვილს სიმბოლურ ფასად მიწის ნაკვეთები გადაეცა, უკანონობად აფასებს. ბოკუჩავას თქმით, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ და საკრებულოს შენობის წინ განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია დღეს მასშტაბური პროტესტი.
„უკანონო გადაწყვეტილებამ და იმ ძალადობამ, შემდგომ რაც ვიხილეთ, როდესაც მშვიდობიან პროტესტანტებს გვიჭერდნენ, გვიტაცებდნენ და ჩვენი 14 აქტივისტი მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჩაყარეს ციხეში, ამან გამოიწვია ძალიან დიდი პროტესტი და ამან განაპირობა, რომ ჩვენ დღეს ვართ ამდენი, რომ ვაჩვენოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩვენი ქალაქი არ იყიდება,“ - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
აქციაზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კოტე იოსელიანიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ, საკრებულოს შენობის წინ, მისი დაკავების ფაქტს იხსენებს.
„ეს იყო ჩვეულებრივად უკანონო ბრძანება, რომელიც სამწუხაროდ პოლიციაზე გაიცა, რომელიღაც მაღალჩინოსნების მხრიდან და სამწუხაროდ, პოლიციამ დაიწყო უკანონო ბრძანებების შესრულება,“ -აცხადებს იოსელიანი.
კოტე იოსელიანი ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის რუსი ოლიგარქია და რუსეთი დღეს საქართველოს მტერია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ყოფილი პრემიერისთვის თბილისის ცენტრში მიწის ნაკვეთების გადაცემას აპროტესტებენ.