20 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
„ჩვენ ვეუბნებით ოლიგარქს არას," - „ნაციონალური მოძრაობის“ლიდერების მიმართვა ბიზნეს-ცენტრთან

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ლიდერებმა. მათ ქვეყანაში აუცილებელ ცვლილებებსა და მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველოში კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა იწყება.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტყუილი დაპირებებით მოახერხა და ხელისუფლებაში მოვიდა.

მისი თქმით, აქციაზე შეკრებილები საზოგადოების აღშფოთებას გამოხატავენ.

„ჩვენ ვეუბნებით ოლიგარქს და ოლიგარქიას არას. ჩვენ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, მიშასთან ერთად უკრაინაში, აქ დავამარცხებთ ოლიგარქებს,“ - ამბობს გიორგი ბარამიძე.

ბიზეს-ცენტრთან სიტყვით მიმართა შეკრებილ ადამიანებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.  ის აცხადებს, რომ განახლებული "ნაციონალური მოძრაობა," საქართველოს განახლებას შეძლებს.  

განცხადება ბიზნეს ცენტრთან გააკეთა”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა. 

„ჩვენ სულ ყველა, ერთად, 21 ოქტომბერს დავასრულებთ ფაროსანა ივანიშვილის მმართველობას,“ - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი კობა ხაბაზის თქმით კი, 21-ში არჩევნებზე არის ბრძოლა საქართველოსთვის.

დღის ამბები