20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
იოსებ ოსორაულის საქმე - ომბუდსმენი ხელისუფლების დაგვიანებულ რეაქციაზე საუბრობს

საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავის, იოსებ ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ხელისუფლების დაგვიანებულ რეაქციაზე საუბრობს. უჩა ნანუაშვილის თქმით, ის კონგოში დატყვევებული ოსორაულის ოჯახის წევრებს შეხვდა, რომლებიც ქართველი მფრინავის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას აპროტესტებენ.

„ოჯახის წევრები განსაკუთრებით უკმაყოფილო არიან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააგვიანეს რეაგირება, როცა თავიდანვე შეიძლებოდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და გარკვევა მისი მდგომარეობის. სწორედ აქ არის კითხვის ნიშნები. მნიშნველოვანია, ოჯახის წევრებთან უფრო ღია კომუნიკაცია ჰქონდეთ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით კი, ის დარწმუნებულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო სიტუაციის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს.

„დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს. ეს ის შემთხვევაა, ის სამწუხარო მდგომარეობა და სიტუაციაა, როდესაც სიმშვიდე და სიწყნარე ყველაზე უფრო საჭირო და აუცილებელია ამ თემის საბოლოოდ მოსაგვარებლად," - განაცხადა გახარიამ.

დღის ამბები