"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე მარნეულში მერობის კანდიდატ, აჰმედ იმამკულიევთან ერთად სოფელ დამიარ გიორ-არხის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივების მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურა, სოფლამდე მისვლამდე გზის არარსებობა და გაზიფიცირებაა.
მოსახლეობა "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლასა და დაშინებაზეც საუბრობს.
„ახორციელებენ ზეწოლას „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსახლეობაზე და ჩვენ ვპირდებით, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს და ვერანაირი ზეწოლა ვერ უშველის „ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა აჰმედ იმამყულიევმა.
დავით ბაქრაძის თქმით, მათი გამარჯვების შემთხვევაში მარნეულში არსებული პრობლემები მოგვარდება და სოციალური ფონი გაუმჯობესდება.