ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის მერიასთან. აზიური ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობა ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავს ზუგდიდის მერიის წინ. აქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერაა ორგანიზებული. ადგილზე იმყოფება პარტის პოლიტიკური საბჭოს მდივანიც, რომელიც ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს. ნიკა მელიას გუბერნატორთან შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ.
ამ წუთებში აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ქუჩა გადაკეტეს.
როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, მომხდარს სტიქიური უბედურების კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს და ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდეთ.
თავად ფერმერები კი, ხელისუფლების დაგვიანებულ რეაქციაზე საუბრობენ და შიშობენ, რომ მომავალ წელს პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო მაშტაბური გახდეს.